ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად კიდევ რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა.
მათ შორის, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა ბარნოვის ქუჩის მეორე შესახვევის #5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე დაგეგმილია ნიაღვარსადენი არხის, მილების მოწყობისა და გრუნტით დაფარვის სამუშაოების ჩატარება. სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო ღირებულებაა 25 310 ლარი.
გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება კ. გამსახურდიას ქუჩის მე-14 შესახვევში. გზის ამ მონაკვეთის ასფალტო-ბეტონით დაფარვისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სატენდერო ღირებულებაა 191 714 ლარი.
2021 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულის შენობებს. ავტოქარხნის, კახიანოურის, მუხნარის, ნიკეას, საფიჩხიის, უქიმერიონის და ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობების შიდა და გარე სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 91 000 ლარია.
სატენდერო წინადადებების მიღება იანვრის ბოლოს დასრულდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.