თეა ახვლედიანმა სოფელ პერევში მცხოვრები შშმ და 18 წლამდე მარჩენალდაკარგული ბავშვები მოინახულა

თეა ახვლედიანმა სოფელ პერევში მცხოვრები შშმ და 18 წლამდე მარჩენალდაკარგული ბავშვები მოინახულა

  • 2021-01-15 17:08:36

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი პირობითი საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერ ბენიამენ ფალავანდიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილთან ერთად შეხვდა და მათ ყოფით პირობებს გაეცნო.

ამავე ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა, თანმხლებ პირებთნ ერთად, სოფელ პერევში მცხოვრები შშმ და 18 წლამდე მარჩენალდაკარგული ბავშვები მოინახულა. ოჯახებს სასაჩუქრე ნობათები გადაეცათ.

სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატმა, კომპანია ,,სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მხარდაჭერით, პირობითი საზღვრისპირა სოფლების მარტოხელა მოხუცებსა და მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა.

მსგავსი პოსტები