რისკჯგუფებისთვის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება

რისკჯგუფებისთვის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება

  • 2020-10-19 17:16:41

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკჯგუფებს ეტაპობრივად ჩაუტარდებათ.

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია ტარდება თბილისში შემდეგი რისკჯგუფებისთვის:

ორსულები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები, ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე პერსონალი.

როგორც საქართველოს მთავრობის ვებგვერდზეა აღნიშნული, რისკჯგუფების სია ნოემბრიდან გაფართოვდება.

იხილეთ რისკჯგუფების ჩამონათვალი და სამედიცინო დაწესებულებების სია 

მსგავსი პოსტები