დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში ახალი საჯარო სკოლა აშენდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში ახალი საჯარო სკოლა აშენდა

  • 2021-01-18 11:52:37

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში ახალი საჯარო სკოლა აშენდა.

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსართულიანი შენობა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის: შენობაში დამონტაჟებულია ლიფტი, მოწყობილია პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.

ახლად აშენებულ სკოლას აქვს თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სპორტული დარბაზები, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასკაბინეტი და ბიბლიოთეკა. ასევე სკოლის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილია სარეკრეაციო სივრცე და ღია სპორტული მოედანი.

2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობდა:

აშენდა 30 სკოლა;

60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება;

განხორციელდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილის რეაბილიტაცია;

განხორციელდა 9 საჯარო სკოლის სრული და 150-ზე მეტი საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;

დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.

მსგავსი პოსტები