ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეთა დახმარების მიზნით, 15 სოციალური პროგრამა მოქმედებს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეთა დახმარების მიზნით, 15 სოციალური პროგრამა მოქმედებს

  • 2021-01-19 14:57:49

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში , ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით, სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეთა დახმარების მიზნით, 15 სოციალური პროგრამა მოქმედებს.

სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების ქვეპროგრამა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს:

1.ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების გეგმიური და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსებას:

ა)სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 100 001 ქულამდე- პაციენტის გადასახდელი თანხის -50 %;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 100 001 ქულიდან 200 000-მდე- პაციენტის გადასახდელი თანხის -40 %;

გ) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტისას(როცა შეფასების შეწყვეტისას არ არის გასული ერთი წელი) -პაციენტის გადასახდელი თანხის-30%.

თანადაფინანსება განისაზღვრება არანაკლებ 100(ასი) და არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.

გეგმიური და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება გაეწევათ წელიწადში ერთხელ.

ქვეპროგრამით არ ფინანსდება:

ა)საზღვარგარეთ გაწეული ქირურგიული ოპერაციის ხარჯები;

ბ)ესთეტიკური ქირურგია კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული;

გ)კერძო სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული მოქალაქეების ქირურგიული ოპერაცია;

დ) პაციენტის მიერ გადახდილი თანხა.

დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100; კალკულაცია; საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი(გეგმიური ქირურგიული ოპერაცია); დაბადების მოწმობის ასლი(საჭიროების შემთხვევაში); შესრულებული ქირურგიული ოპერაციისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების ) თაობაზე; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

სამედიცინო კვლევის თანადაფინანსება 50%, არაუმეტეს 350 ლარისა.

დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; დაბადების მოწმობის ასლი(არასრულწლოვნის შემთხვევაში); კალკულაცია; სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100.

0-5 წლამდე ბავშვებისა და ასაკის პენსიონერების გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების-პაციენტის გადასახდელი თანხის სრული გადახდა ადგილობრივ ჰოსპიტალში;

დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; დაბადების მოწმობის ასლი(არასრულწლოვნის შემთხვევაში); კალკულაცია; სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100.

ონკოლოგიურ პაციენტებზე კტ, მრტ და ბიოფსიის დაფინანსება პაციენტის გადასახდელი თანხის 50%, არაუმეტეს 400 ლარისა.

დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; კალკულაცია; სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100; საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი(არსებობის შემთხვევაში).

ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე, შედგენილი სამოქმედო გეგმის (ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) შესაბამისად სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების ქვეპროგრამით დაფინანსება განხორციელდეს სრულად.

კომუნალური გადასახადები

ქვეპროგრამით ისარგებლებენ:

ა)2006 წლიდან შპს „საქნახშირი“ შახტაში დაღუპულთა და დაშავებულთა(რომლებსაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) 30(ოცდაათი) ლარის ოდენობით წელიწადში 6 თვის განმავლობაში(იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, ნოემბერი და დეკემბერი);

კომუნალური გადასახადის გადახდა განხორციელდება ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან.

ბ)ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მხედველობით პირველი ჯგუფის შშმ პირები ყოველთვიურად 25(ოცდახუთი) ლარის ოდენობით;

კომუნალური გადასახადის გადახდა განხორციელდება ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის არსებული მონაცემთა ბაზებიდან. დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია აბონენტის ნომერი და ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, რომელთა ოჯახის სარეიტიგო ქულა 100 001 ქულამდეა-ყოველთვიური 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

კომუნალური გადასახადის გადახდა განხორციელდება ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან. დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან და აბონენტის ნომერი.

ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის(ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) შესაბამისად მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, მოხდეს კომუნალური გადასახადის დაფინანსება, არაუმეტეს 50(ორმოცდაათი) ლარი

ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს:

ა)ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ)ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ, უგზო-უკვლო დაკარგულ და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მეომართა და ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პირთა ოჯახები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ)ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების გამო ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეები ჩერნობილის დღესთან დაკავშირებით(26 აპრილი) თოთოეულზე 150(ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

დ)ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის ოჯახის წევრი 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, თოთოეულზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით და სასაჩუქრე კალათი.

ე)ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ, უგზო-უკვლო დაკარგულ და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მეომართა ოჯახები 26 მაისის(საქართველოს დამოუკიდებლობის დღე) დღესასწაულთან დაკავშირებით თითოეულზე 500(ხუთასი) ლარის ოდენობით;

ვ)ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ოჯახები- თითოეულზე 500(ხუთასი) ლარი, აგვისტოს თვეში;

ზ)ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ ვეტერანების დახმარება 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, თოთოეულზე 150(ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

ქვეპროგრამის მოსარგებლენი არიან :

ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები(4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი).

ყოველთვიური ფულადი დახმარება თითოეულ ბავშვზე 25 (ოცდახუთი)ლარი.

სავალდებულოა დახმარების მიმღები მრავალშვილიანი ოჯახი (ორივე მშობელი და ბავშვები) რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები იყოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები და რეგისტრაციის ბარათები; განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

ბ)ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მარტოხელა მშობელი. ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად ბავშვის ან ბავშვების დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლები; მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან, ბავშვის რეგისტრაციის ბარათი და განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

გ)შვილის შეძენის შემთხვევაში ოჯახების ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარი.დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი; ქალაქის და შესაბამისი სოფლის ამბულატორიის ოჯახის ექიმის ცნობა ბავშვის სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანის და ვაქცინაციის პირველი კურსის დასრულების შესახებ(სამედიცინო უკუჩვენების გათვალისწინებით) და განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

სოციალური სერვისები უფასო სასადილო, სოციალური სამრეცხაო

შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა ფულადი დახმარება და სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა.

ქვეპროგრამით ისარგებლებენ:

ა) შშმ პირები (0-და 18 წლამდე) ერთჯერადი ფულადი დახმარება -თითოეულზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; ბავშვის დაბადების ან პირადობის ასლი; სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა N100; შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი; განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

ბ)ცერებრალური დამბლით დაავადებული (18 წლის ზევით) ერთჯერადი ფულადი დახმარება -თითოეულზე 300(სამასი) ლარის ოდენობით.

დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; ბენეფიციარის პირადობის ასლი; სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა N100; შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი; განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსება არაუმეტეს 1000( ერთი ათასი)ლარისა.

დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; ბავშვის დაბადების ან პირადობის ასლი; ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა N100; შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი; კალკულაცია.

ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის(ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) შესაბამისად სარეაბილიტაციო კურსის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსდეს არაუმეტეს 2000(ორი ათასი) ლარისა(კალკულაციის გათვალისწინებით).

ჰემოდიალიზი-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების დაფინანსების ქვეპროგრამა.

ა)ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული თირკმლის უკმარისობით დაავადებულთათვის სატრანსპორტო ხარჯის გამოყოფა პროგრამული დიალიზის ჩასატარებლად კვირაში სამჯერ, ყოველთვიური დახმარება 120 (ასოცი) ლარის ოდენობით.

დახმარების მისაღებად მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა N100; საბანკო ანგარიშის ნომერი.

ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების მედიკამენტებისთვის ფულადი დახმარება კვარტალში ერთხელ თითოეულზე 100(ასი) ლარი.

თანხის გაცემა მოხდება კვარტალის მეორე თვის 15 რიცხვამდე.

სასკოლო-საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა

ქვეპროგრამით ისარგებლებენ:

ა) იძულებით გადაადგილებული პირების (რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე), შახტში დაღუპული და დაშავებულთა(ვისაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) და სოციალურად დაუცველი ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 20 001 ქულას, პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეები.

ბ)ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის(ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) შესაბამისად სასკოლო-საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა.

ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების და შინ მოვლის პროგრამა

პროგრამით ისარგებლებენ:

ა)ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და მეტი წლის ასაკს გადაცილებული. ხანდაზმულების დახმარება 500(ხუთასი) ლარის ოდენობით;

დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი: საბანკო ანგარიშის ნომერი.

შინ მოვლის პროგრამაში ჩართული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულები. სერვისის მიზანია თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნა. პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების ჰიგიენური და საცხოვრებელი პირობების მოწესრიგებას თვეში 4-ჯერ (სავალდებულო ვიზიტი კვირაში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კვირაში 2-ჯერ) და ყოველთვიურად საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, უფასო სასადილოს ბენეფიციარების გარდა.

პროგრამაში ჩასართავად, მოქალაქემ განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა N100; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

განცხადების შეისწავლის ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური და ინფორმაციას(აქტის სახით) წარუდგენს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების გამცემ კომისიას“.

გარდაცვლილი დევნილის და ომის ვეტერანის სარიტუალო მომსახურეობის პროგრამა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილის ან ომის ვეტერანის სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა -300 ლარის ოდენობით. პროგრამის მიზანია გარდაცვლილი ვეტერანის/დევნილის პატივის მიგება

საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ხანძრის შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს:

1) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პრევენციის მიზნით საცხოვრისით უზრუნველყოფას იმ პირების ოჯახების მიმართ, რომლებიც არიან სიღატაკის რისკის ქვეშ (არ აქვთ თავშესაფარი). საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იქნება ოჯახი, რომელიც დააკმაყოფილებს განსაზღვრულ კრიტერიუმებს. თითოეული კრიტერიუმი ფასდება შესაბამისი ქულით. ბენეფიციარის მოთხოვნა საცხოვრისით დაკმაყოფილდება, თუ მას კომისიის მიერ, შეკრებითობის პრინციპით, მიენიჭება 9(ცხრა) ქულა. ოჯახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუ ოჯახის ქულა 65 001 ქულამდეა-კომისიის მიერ ფასდება 5(ხუთი) ქულით;

ბ)სამედიცინო დოკუმენტის ფორმა N100(თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან მუდმივად მწოლიარე, ან აქვს დარღვეული ფსიქიკური ფუნქცია, თუ ოჯახში არის შშმ პირი ან შშმ პირები) არსებობა კომისიის მიერ ფასდება 4(ოთხი) ქულით;

გ)თუ ბენეფიციარი მარტოხელა მშობელია-კომისიის მიერ ფასდება 4(ოთხი) ქულით;

დ) მრავალშვილიანი ოჯახები(4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები) თითოეულ ბავშვს კომისია ანიჭებს 1(ერთი) ქულას.

საცხოვრისით უზრუნველსაყოფად განცხადებასთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: განმცხადებლის და ოჯახის წევრების (არსებობის შემთხვევაში) პირადობის მოწმობის ასლები; სამედიცინო დოკუმენტი ფორმა N100 („ ბ“ კრიტერიუმის შემთხვევაში);ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი(„გ“ კრიტერიუმის შემთხვევაში); ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები(„დ“ კრიტერიუმის შემთხვევაში); ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრები ფლობენ თუ არა ქონებას.

საცხოვრისით შესაძენად ფულადი დახმარება განისაზღვრება მაქსიმუმ 8 000(რვა ათასი) ლარი.

ე)ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად მოხდეს საცხოვრისის შეძენა, მაქსიმალური ზღვარი 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი, სულადობის გათვალისწინებით.

ანგარიშსწორება მოხდება მოძიებული ბინის მეპატრონის საბანკო ანგარიშზე.

ვ)უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართი) დარეგისტრირდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებად და სარგებლობის უფლებით გადაეცემა ოჯახს, რომელიც ვალდებული იქნება მოვლა-შენახვაზე.

ზ)ხანძრით( მხოლოდ საცხოვრებელი სახლის, ბინის) დაზარალებული ოჯახები.

დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი ტყიბულის რაიონული სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა ზარალის ოდენობის შესახებ; საბანკო ანგარიშის ნომერი.

ხანძრით დაზარალებული ოჯახის დახმარება განისაზღვრება მაქსიმუმ 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.

ე)მძიმე საცხოვრებელი პირობებში მყოფი ოჯახები, მხოლოდ საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში.

დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; საბანკო ანგარიშის ნომერი;

სოციალური დახმარების გამცემი კომისია განცხადებას განიხილავს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის ან/და შენობა-ნაგებობების ხანდაზმულობის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ განფასების აქტის და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

ფულადი დახმარება არაუმეტეს 1500(ერთი ათას ხუთასი) ლარისა.

ხოლო, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად საცხოვრისის შეკეთების საჭიროების შემთხვევაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის ან/და შენობა-ნაგებობების ხანდაზმულობის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ განფასების აქტის საფუძველზე, ფულადი დახმარება არაუმეტეს 2500(ორი ათას ხუთასი) ლარისა.

ონკო და ლეიკემიით დაავადებული მოქალაქეების ფულადი დახმარება

ქვეპროგრამით ისარგებლებენ:

ა)ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ონკოდაავადებულები, ვისაც ესაჭიროებათ ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და ვერ სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსახორციელებელ ონკოდაავადებულთა მკურნალობის პროგრამით.

დახმარების მისაღებად მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა N100; საბანკო ანგარიშის ნომერი.

ფულადი დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.

ბ) ლეიკემიით დაავადებული მოქალაქეები.

დახმარების მისაღებად მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა N100; საბანკო ანგარიშის ნომერი.

ფულადი დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.

ერთჯერადი დახმარება

ქვეპროგრამით ისარგებლებს:

მოქალაქე, რომელიც ვერ ისარგებლებს მუნიციპალური სოციალური პროგრამის რომელიმე პუნქტით და აქვს კრიზისული მდგომარეობა.

ერთჯერადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა 200( ორასი) ლარი.

დახმარების მისაღებად განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; საბანკო ანგარიშის ნომერი; სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა N100(საჭიროების შემთხვევაში); ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

განცხადებას განიხილავს „ტყიბულის მუნიციპალიტეტზე რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების გამცემი კომისია“, სამსახურის და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე

ეპილეფსიით და პარკინსონიზმით დაავადებულთა დახმარების ქვეპროგრამა

ქვეპროგრამით გაეწევათ დახმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ სარგებლობენ ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით. დახმარება განისაზღვროს კვარტალურად 50(ორმოცდაათი) ლარი.

თანხის გაცემა მოხდება კვარტალის მეორე თვის 15 რიცხვამდე (თებერვალი, მაისი, აგვისტო და ნოემბერი).

დახმარების მისაღებად განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა N100; საბანკო ანგარიშის ნომერი და ცნობა, რომ არ არის ჩართული ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში

ბავშვთა მხარდაჭერის ქვეპროგრამა

ბავშვის უფლებათა კოდექსის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინებას ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, მუნიციპალიტეტი ვალდებულია შეიმუშაოს ბავშვთა მხარდაჭერის ქვეპროგრამა. აქედან გამომდინარე, ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ქვეპროგრამების გარდა, ბავშვის საჭიროების მოგვარებას მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მსგავსი პოსტები