საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ამ ეტაპზე 4 421 594.0 ლარი გამოიყო

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ამ ეტაპზე 4 421 594.0 ლარი გამოიყო

  • 2021-01-18 17:03:21

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ამ ეტაპზე 4 421 594.0 ლარი გამოიყო.

2021 წელს აღნიშნული თანხის ფარგლებში განხორციელდება ცხრა პროექტი. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება მუნიციპალიტეტის 8 სოფელში, სასმელი წყლის ქსელი მოეწყობა ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში.

სოფელ გეგუთში გზის რეაბილიტაციისთვის განსაზღვრულია- 639 999.0 ლარი;

სოფელ რიონში სასმელი წყლის ქსელის მოსაწყობად დაიხარჯება -686 631.0 ლარი;

სოფელ ოფშკვითში ინანეიშვილების უბანში გზის რეაბილიტაციისთვის-321 238.0ლარი;

სოფელ ოფშკვითში კაპანაძეების უბანში არსებულ გზაზე ბეტონის საფარის დასაგებად განსაზღვრულია- 354 323.0 ლარი

სოფელ ოფშკვითში მარგველაშვილების უბანში არსებულ გზაზე ბეტონის საფარის დასაგებად გამოყოფილია-456 702.0 ლარი

სოფელ ქვიტირში ბაბუნაშვილების უბანში გზის რეაბილიტაციისთვის განსაზღვრულია- 578 371 ლარი;

სოფელ წყალტუბოში მე-2 უბნის და სოფელ ჩუნეშის დამაკავშირებელი გზის ( პირველი ეტაპის) რეაბილიტაციისთვის- 657 148.0 ლარი

სოფელ თერნალში ბზიკაძეების უბანში გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაციისთვის განსაზღვრულია 316 792.0ლარი

სოფელ გვიშტიბში N1 (ბეკნარას უბანი) გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება 410 390.0 ლარი

აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერები უკვე გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები