საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების დაფინანსების გაცემისა და მიღების წესი

საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების დაფინანსების გაცემისა და მიღების წესი

  • 2021-01-18 11:17:35

საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების დაფინანსების გაცემისა და მიღების წესი.

საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების დაფინანსების გაცემისა და მიღების ეს წესი განსაზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს.

თავი I

სოციალური დახმარების სახეები მუხლი

1. სოციალური დახმარების სახეები საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის სოციალური დახმარებები: ა) ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები;

ბ) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები;

გ) ავადმყოფთა სოციალური დაცვა;

დ)სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება; ე) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა;

ზ) ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები;

თ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა;

ი) საცხოვრებლით უზრუნველყოფა; http://www.matsne.gov.ge 01025002035130016265

კ) სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობის „უფასო სადილით“ უზრუნველყოფა;

ლ) ტრანსპორტით უზრუნველყოფა საჩხერე-პერევი, პერევი-საჩხერის მიმართულებით.

თავი II

ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი მუხლი 2. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება;

ბ) სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება;

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება.

2.დახმარების მისაღებად გარდაცვლილის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) გარდაცვლილი ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) ქორწინების მოწმობის ასლი, შვილის დაბადების მოწმობის ასლი ან პირის კანონისმიერი მემკვიდრეობის დამადასტურებელი საბუთი;

ვ) უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიში.

მუხლი 3. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

2. თანხის მიღებაზე და განკარგვაზე პასუხისმგებელი პირია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ან/და მაჟორიტარი დეპუტატი.

3.მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) ერთობლივი წერილობითი მომართვა;

ბ) უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისა და დეპუტატის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ერთ-ერთი უფლებამოსილი პირის საბანკო რეკვიზიტი.

მუხლი 4. ავადმყოფთა სოციალური დაცვა

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროება გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული-ქირურგიული ოპერაცია და სხვა სამედიცინო მომსახურება მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარამდე ოდენობით.ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელიბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშფაქტურა, ხოლო გაწეული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ბენეფიციარს/ბენეფიციარის ოჯახის წევრს და სამედიცნო დაწესებულებას შორისგაფორმებული შეთანხმების აქტი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 დედანი ან ასლი, დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია ბენეფიციარის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;

ვ) ინფორმაცია ბენეფიციარის საყოველთაო ჯანდაცვის ან სხვა სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე;

თ) დებულების ამ პუნქტით ვერ ისარგებლებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავალი წელიწადში აღემატება 40000 (ორმოციათასი) ლარს.

2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროება სხვადასხვა სახის კვლევა, მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარამდე ოდენობით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოქალაქეს არაუმეტეს 1000(ათასი)ლარამდე ოდენობით. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელიბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშფაქტურა, ხოლო გაწეული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ბენეფიციარს/ბენეფიციარის ოჯახის წევრს და სამედიცნო დაწესებულებას შორისგაფორმებული შეთანხმების აქტი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 დედანი ან ასლი, დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია ბენეფიციარის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;

ვ) შშმ პირის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;

ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე;

3. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარამდე ოდენობით. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელიბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 დედანი ან ასლი, დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);

დ) ექიმის დანიშნულების შესაბამისად გაცემული ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან;

ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.

4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელიც თირკმლის

უკმარისობის გამო, გადის დიალიზით მკურნალობის კურსს სხვადასხვა ქალაქში, მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 60 (სამოცი) ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეს 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობისმოწმობის ასლი,ხოლო თუ განმცხადებელიბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 დედანი ან ასლი, დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);

დ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) თანხის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის საბანკო ანგარიში.

5. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ონკოჰემატოლოგიური დაავადების (ლეიკემია) მქონე

არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო სრულწლოვან

მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი), ხოლო თუ განმცხადებელი ბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 დედანი ან ასლი, დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);

დ) თანხის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის საბანკო ანგარიში.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულშემთხვევაში,გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა, ბენეფიციარის დაფინანსების შესახებ საგარანტიო წერილს გასცემს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ან მერის მოადგილე.

7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით მოსარგებლე ბენეფიციართა, საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში ყოველთვიურად გადამოწმებას უზრუნველყოფს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის დადგენილება №70 – ვებგვერდი, 07.03.2018წ. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 21.01.2019წ.

მუხლი 5. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც სტიქიური უბედურების/ხანძრის შედეგად დაეწვა საცხოვრებელი სახლი, მიეცემა დახმარება 5000 (ხუთიათასიათასი) ლარამდე ოდენობით. 2. დაზარალებულმა სტიქიური უბედურების დადგომიდან ერთი თვის ვადაში მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საჩხერისრაიონული სამმართველოდან;

დ) ცნობაშსს, სსიპ– საგანგებო სიტუაციებისმართვის სააგენტოს იმერეთისსაგანგებო სიტუაციებისმართვის სამმართველოდან;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია ხანძრის შესახებ;

ვ) დაზარალებულის საბანკო ანგარიში.

მუხლი 6. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც შეეძინება მეოთხე ან/და მეხუთეშვილი (0-18 წლის ჩათვლით)მიეცემა დახმარებაერთჯერადად200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო მეექვსედა მეტი შვილის შეძენისშემთხვევაში (0-18 წლის ჩათვლით), 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიში.

2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ხანდაზმულს (100 წელი და ზევით) მიეცემა დახმარება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ხანდაზმულის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მინდობილი პირის საბანკო ანგარიში.

3. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 (ხუთასი) ლარამდე ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ: დედით ან მამით ობოლ, მარტოხელ მშობლის სტატუსის მქონე, მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრებ (4 და მეტი შვილი, 20 წლის ჩათვლით), სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (რომელთაც აქვთ მინიჭებული 57000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდანიძულებით გადაადგილებული მშობლისდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობლის სტუდენტებს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტს – 1000 (ათასი) ლარამდე ოდენობით. სტუდენტმა ან მისმა მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ცნობა აკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;

გ) სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელი მშობელია, მშობლის პირადობის მოწმობის ასლიც;

დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი, ცნობა მარტოხელა მშობლისსტატუსის შესახებ, ცნობა იძულებით გადაადგილებული პირის შესახებ, ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება საჩხერის მუნიციპალიტეტი);

ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით აკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.

4.საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ მძიმე საცხოვრებელ პირობებში, არ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და საკუთარი სახსრებით ეწევიან საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მიეცემათ დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 2000 (ორი ათასი)

ლარამდე ოდენობით. ოჯახის საცხოვრებელი მდგომარეობის შესახებ დასკვნას ადგენს ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ამ დებულების მე-15მუხლით შექმნილ სამუშაო ჯგუფს. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების საგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია, ოჯახის სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;

ე) ცნობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლიდან, მასზე, რომ ოჯახი მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ვ) საცხოვრებელი პირობების ამსახველი ფოტომასალა, დამოწმებული შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

5. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს განსაკუთრებულ შემთხევაში, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია მიეცეს დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარამდე ოდენობით. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების საგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია, ოჯახის სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;

ე) განსაკუთრებული შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში;

ვ) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულშემთხვევაში თანხის ჩარიცხვის შესახებ საგარანტიო წერილს გასცემს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ან მერის მოადგილე.

მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. შშმ პირის კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ პირის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;

ე) უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიში.

მუხლი 8.ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფომით გასაცემი დახმარებები

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომის მონაწილე ვეტერანს, რომელიც ასევე არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მიეცემა დახმარება ერთჯერადად200(ორასი)ლარის ოდენობით. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა

წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ომის მონაწილის (ვეტერანის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;

ე) მინდობილი პირის საბანკო ანგარიში.

2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეზე ვეტერანებზე (საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად), 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა დახმარება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მონაწილეზე, რომელიც რეგისტრირებულია საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში გაიცეს დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს საჩხერისსოციალურიმომსახურების სააგენტოში. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 21.01.2019 წ.

მუხლი 9. მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დედით ან მამით ობოლ არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. არასრულწლოვანის კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა გარდაცვალების შესახებ;

დ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);

ე) უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიში;

2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);

დ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;

ე) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში.

მუხლი 10. საცხოვრებლით უზრუნველყოფა

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს თავშესაფარი, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ბინისდაქირავებისათვის მიეცემა დახმარებაყოველთვიურად130(ას ოცდაათი) ლარამდე ოდენობით. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და გამქირავებლის);

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია როგორც ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ, ასევე განმცხადებლის თავშესაფარის არქონის შესახებ;

დ) ხელშეკრულება ქირავნობის შესახებ (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული), სადაც იქნება მითითებული ქირავნობის თანხა (ასლი);

ე) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში.

მუხლი 11. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის „უფასო სადილით“ უზრუნველყოფა

საჩხერის მუნიციპალიტტეის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეს „უფასო სადილით“ უზრუნველყოფის მიზნით გაეწევა დახმარებადა დღეში ერთჯერმიეცემა უფასო სადილი (მენიუს შესაბამისად). ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია ოჯახის სოციალურეკონომიკური

მდგომარეობის შესახებ.

მუხლი 12. ტრანსპორტით უზრუნველყოფა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში მცხოვრები მოქალაქეებისათვის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტით მომსახურებას, საჩხერე-პერევი, პერევი-საჩხერის მიმართულებით.

თავი III

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება მუხლი 13. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას. 2. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას.

3. მუნიციპალიტეტში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად და სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად წარსადგენად ეგზავნება საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.

მუხლი 14. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და ამზადებს სამუშაო ჯგუფის სხდომის დღის წესრიგს,თუგანცხადებადათანდართულიდოკუმენტები ხარვეზიანია, მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.

მუხლი 15. სამუშაო ჯგუფი

1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მომზადებულ დღის წესრიგს თანდართული დოკუმენტებით განიხილავს სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტით. 2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.

3. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად სამსახური ამზადებს ბრძანების და საგარანტიო წერილის პროექტებს.

მუხლი 16. სხდომის ოქმი

1.სამუშაო ჯგუფისყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისიოქმი, რომელსაცხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 2. სამუშაო ჯგუფის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის მდივანი, რომელიც პასუხისმგებელია ასევე ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.

3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკერება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

მუხლი 17. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური სამუშაო ჯგუფის მიერმიღებული გადაწყვეტილებისსაფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტს და წარუდგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს ხელმოსაწერად, ხოლო საგარანტიო წერილის არსებობის შემთხვევაში წარუდგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ხელმოსაწერად.

მუხლი 18. დახმარების გაცემა

1. სოციალური დახმარების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება ეგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. 2. დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი მუხლი

19. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მსგავსი პოსტები