ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტენდერი გამოცხადდა

ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტენდერი გამოცხადდა

  • 2021-01-21 15:12:08

ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტენდერი გამოცხადდა.

ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო-საავტომობილო გზების რეაბილიტაცია:

კოპიტნარის უბანი, ლიფნარის უბანი, მამასახლისი-ცინცაძეების უბანი, მაღლაკე ,ჭელიძეები, ცინცაძეების უბანი.

დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო-საავტომობილო გზების რეაბილიტაცია:

შენგელიების უბნის გავლით, ისრითის სტადიონიდან კაპატაძეები-საღრიშვილების უბნის მიმართულებით.

ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო- საავტომობილო გზების რეაბილიტაცია:

საბავშვო ბაღის უბანი , ავალიანების უბანი,თვალავაძეების უბანი,აბანოს უბანი,კორძაძეების უბანი.

ქ.ვანში შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია:

თამარ მეფის პირველი შესახვევი, რუსთაველის ქუჩის მესამე ჩიხი,ბაგრატის ქუჩის პირველი ჩიხი.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესის მეორე ეტაპი გაგრძელდება ქ.ვანში: ტაბიძის,სოლომონ მეორის და დიასამიძე-ნაფეტვარიძის ქუჩებზე.

ასევე მეორე ეტაპის სამუშაოები გაგრძელდება , სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში,სალხინო-ზენობნის საავტომობილო გზაზე.

მეორე ეტაპის სამუშოები განხლდება იანვრის ბოლოდან.

აღნიშნული პროექტები განხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი პოსტები