სამტრედიაში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და რეაბილიტაცია

სამტრედიაში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და რეაბილიტაცია

  • 2021-01-20 19:31:50

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და რეაბილიტაცია.

ამ ეტაპზე, ტენდერია გამოცხადებილი ოთხი სპორტული მოედნის მშენებლობაზე.

რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 4 ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა შემდეგ ლოკაციებზე

კოსტავას,ნიკოლეიშვილის,წერეთლის და წინსვლის ქუჩებზე, ხოლო ჩხეიძის ქუჩაზე საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

მსგავსი პოსტები