ოლიმპიურ და პარალიმპურ ჩემპიონებს, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულ სპორტსმენებს სტიპენდია გაუორმაგდათ

ოლიმპიურ და პარალიმპურ ჩემპიონებს, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულ სპორტსმენებს სტიპენდია გაუორმაგდათ

  • 2021-01-15 15:08:29

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, ოლიმპიურ და პარალიმპურ ჩემპიონებს, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულ სპორტსმენებს სტიპენდია გაუორმაგდათ და ყოველთვიურად 2000 ლარს მიიღებენ.

ასევე, სტიპენდიანტთა ჩამონათვალს დაემატებიან ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების პრიზიორები - ვერცხლის მედალოსნები ყოველთვიურად მიიღებენ 800 ლარს, ბრინჯაოს მედალოსნები კი - 500 ლარს.

გარდა ამისა, სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, უფროსთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებულებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია 800 ლარის ოდენობით, ხოლო ევროპის ჩემპიონებს - 400 ლარის ოდენობით.

სახელმწიფოს მხრიდან სპორტის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები