მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება

  • 2021-01-21 15:29:06

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო ცენტრის დირექტორთან, მაია ყოჩიაშვილთან ერთად სოფელ ხორნაბუჯის მშენებარე საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა.

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.

ხორნაბუჯის თანამედროვე სტანდარტების საბავშვო დაწესებულებაში ხორნაბუჯისა და ჭოეთის მომავალი თაობა ისწავლის, სადაც მათი ღირსეული აღზრდისათვის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი.

პროექტის ღირებულება 800 000 ლარზე მეტს შეადგენს.

მსგავსი პოსტები