პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ,,კოვიდ-19''-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ რეკომენდაციებზე თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს ესაუბრა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ,,კოვიდ-19''-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ რეკომენდაციებზე თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს ესაუბრა

  • 2020-11-08 21:32:51

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ააიპ თეთრიწყაროს სოციალურად დაუცველთა სასადილოს ბენეფიციარებს პირბადეები გადასცეს და აუცილებელ რეკომენდაციებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

პრემიერის მრჩეველმა ასევე შეხვედრა გამართა თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან.
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვაზე და ახალგაზრდების როლზე ამ პროცესში, ასევე განიხილეს ის ღონისძიებები, რაც სახელმწიფომ პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაატარა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრისას ახალგაზრდებმა გამოთქვეს იდეები სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, მოწყვლადი ჯგუფებისთვის პირბადეებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და COVID 19 -ის პრევენციასთან დაკავშირებით აუცილებელ რეკომენდაციებზე მათ ინფორმირებას აქტიურად განაგრძობს.

მსგავსი პოსტები