ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გაცემა გრძელდება

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გაცემა გრძელდება

  • 2021-01-04 20:05:40

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გაცემა გრძელდება.

სხვადასხვა სახის ფულადი დახმარება მიიღო და იღებს ჯამში 1.7 მილიონამდე მოქალაქე;

კომუნალური ხარჯების სუბსიდირებით სარგებლობს საშუალოდ 2.5 მილიონი მოქალაქე.

2021 წლის იანვრიდან ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში განახლდება შემდეგი კომპენსაციების გაცემა:

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასის ჩათვლითაა და ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი გაიცა და გაიცემა 600-ლარიანი კომპენსაცია (100 ლარი-6 თვე).კომპენსაციით უკვე ისარგებლა25 159-მა ოჯახმა; გადარიცხული თანხა - 14.2 მლნ ლარზე მეტი;

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან - 100 ათასის ჩათვლითაა, გაიცა და გაიცემა 6 თვის განმავლობაში ჯამში საშუალოდ 600-ლარიანი კომპენსაცია (თვეში საშუალოდ 100 ლარი, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით - 1-წევრიანი ოჯახი იღებს 70 ლარს, 2-წევრიანი ოჯახი 90 ლარს, 2 წევრზე მეტის შემთხვევაში ოჯახის თითოეულ წევრზე გაიცემა + 35 ლარი). კომპენსაციით უკვე ისარგებლა 79 158-მა ოჯახმა; გადარიცხული თანხა -50.4 მლნ ლარზე მეტი;

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ჯამში გადაერიცხათ/ერიცხებათ 600-ლარიანი კომპენსაცია (100 ლარი-6 თვე), ჯამში უკვე გაცემულია 26 მლნ ლარზე მეტი;

გრძელდება კომპენსაციების გაცემა დაქირავებით დასაქმებული მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან იყვნენ უხელფასო შვებულებაში, გაიცა/გაიცემა 1200-ლარიანი კომპენსაცია (200 ლარი-6 თვე). l ეტაპზე კომპენსაცია უკვე 162275 -მა უნიკალურმა პირმა მიიღო და ჯამური თანხა 131197200 ლარს შეადგენს;

► გასათვალისწინებელია, რომ ოჯახს ან/და პირს აქვს უფლება მიიღოს ერთდროულად ყველა, ან რომელიმე/რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიისთვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხა, თუ იგი აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს პირველ ეტაპზე დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი , ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში კი კომუნალური ხარჯების სუბსიდირება - 4 თვის განმავლობაში გრძელდება (ნოემბერი-თებერვალი) - სარგებლობს საშუალოდ 2.5 მილიონი მოქალაქე. კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით, 2021 ბიუჯეტიდან 105 მილიონი ლარი გამოიყოფა;

ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციები გაიცემა იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ 26 ნოემბერს დაწესებული დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად. კომპენსაცია მიიღო 120 407-მა პირმა და ჯამური თანხა 35.6 მლნ ლარზე მეტია;

პირველ ეტაპზე დაზარალებული თვითდასაქმებული მოქალაქეებისთვის გაიცა კომპენსაციები ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.კომპენსაცია მიიღო 248 817-მა პირმა; ჯამში გადარიცხული თანხა შეადგენს 74.6 მლნ ლარზე მეტს;

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება მიიღო 932 861-მა ბავშვმა ჯამური თანხა - 186 572 200 ლარი.

მსგავსი პოსტები