პროფესიული განათლება და გადამზადება პანდემიის დროსაც გრძელდება

პროფესიული განათლება და გადამზადება პანდემიის დროსაც გრძელდება

  • 2021-01-24 11:14:54

პროფესიული განათლება და გადამზადება პანდემიის დროსაც გრძელდება. სოფლის მეურნეობის სასწავლო პროგრამები ერთი დღითაც არ შეჩერებულა.

საგანმანათლებლო პროცესის დასახმარებლად, გაეროს განვითარების პროგრამამ 6 კოლეჯს 800,000 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა. ამ აღჭურვილობის გამოყენებით სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან, ხოლო პროფესიული კოლეჯები თავისი ნაკვეთების დამუშავებას შეძლებენ.

ეს ინიციატივა განხორციელდა შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობითა და საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

მსგავსი პოსტები