არსებობს ე.წ. გადამდებობის კოეფიციენტი და დათვლილია 1 ინფიცირებული ადამიანი საშუალოდ რამდენს აავადებს. აქ აღმოჩნდა, რომ ამ შტამით ინფიცირებული 1 ადამიანი 60-70%-ით მეტ ადამიანს აავადებს, - ამის შესახებ გადაცემაში „დილის შოუ“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ შტამს არ ახასიათებს უფრო მძიმე მიმდინარეობა და მისი ერთადერთი განმასხვავებელი თვისება უფრო იოლი გადამდებობაა.
„ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ვაქცინა ახალ შტამზეც იმოქმედებს, რადგან ახალი შტამის მუტაციები, რომ ნახეს თუ რომელ უბანში აქვს მუტაცია ამ შტამს, სავარაუდოდ მისი ცილის რაღაც ნაწილი სტრუქტურას შეიცვლის, ვაქცინას რამდენიმე ცილა აქვს სამიზნედ და ისეთი ცილები აქვს სამიზნედ, რომელსაც მუტაცია არ განუცდია, ამიტომ დიდი ალბათობით ვარაუდობენ, რომ ვაქცინა ახალი შტამის მიმართ ეფექტური იქნება“, - განაცხადა ცერცვაძემ.
წყარო: imedinews.ge
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.