ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, დასასრულს უახლოვდება მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა

ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, დასასრულს უახლოვდება მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა

  • 2021-01-23 15:19:30

ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, დასასრულს უახლოვდება მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილე იუზა უგულავამ ავტოპარკში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ავტოპარკის ტერიტორიაზე მოეწყო ღია ავტოსადგომი 90 ავტობუსზე, ავტოპარკინგი პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, გამწვანების, მოსასვენებლი და სარეკრეაციო ზონები , აშენდა ადმინისტრაციული შენობა და სხვა დამხმარე ნაგებობები

.„ათწლეულებია ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი არ გვქონია. ქალაქში უკვე ჩამოსულია 36 ახალი, თანამედროვე ავტობუსი, რომლებიც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი ავტობუსები , პირველ ეტაპზე, ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს.

ჩვენ ავაშენეთ სრულიად ახალი ავტოპარკიც. ავანგარდში, სულხან-საბას გამზირზე, ამ ავტოპარკის აშენებით ქუთაისის ამ უბანმა ახალი ფუნქცია და დატვირთვა შეიძინა.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მუნიციპალური ავტოპარკის სამშენებლო სამუშაოები შპს „სქაიჰაუსმა“ შეასრულა. ახალი ავტოპარკის მშენებლობაზე 2 642 776 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი პოსტები