„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ (თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო) ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც 400 პაციენტს მოემსახურება

„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ (თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო) ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც 400 პაციენტს მოემსახურება

  • 2021-01-26 11:52:16

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ბაზაზე, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ (თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო) ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც 400 პაციენტს მოემსახურება. განყოფილება უახლესი სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი.

პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია და ის სახელმწიფო სახსრებით განხორციელდა.

ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის კოვიდგანყოფილება ელექტრო- და მექანიკური სამედიცინო საწოლებით, ჟანგბადის კონცენტრატორებითა და სუნთქვის კრიტიკულ-გადაუდებელი აპარატებითაა აღჭურვილი. კლინიკაში სრულად აღჭურვილი 200 რეანიმაციული საწოლია, რომელსაც თებერვალში კიდევ 200 დაემატება.

გარდა ამისა, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დამატებით სამი ერთეული ჟანგბადის დანადგარი დაემატა, რაც პაციენტებისთვის ჟანგბადის უწყვეტ და ცენტრალიზებულ მიწოდებას უზრუნველყოფს.

2020 წელს მნიშვნელოვნად გაძლიერდა სამედიცინო ინფრასტრუქტურა:

აღიჭურვა და გაიხსნა ბათუმის რესპუბლიკური და რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოები;

დასრულდა 341 სოფლის ამბულატორიული ცენტრის მშენებლობა და რეაბილიტაცია;

გაიხსნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 26 ადმინისტრაციული შენობა;

სასწრაფო დახმარების ავტოპარკი განახლდა 140 ავტომობილით;

სოფლის ექიმები აღიჭურვნენ 900-ზე მეტი კომპიუტერით, 400 ამბულატორიას გადაეცა სამედიცინო ინვენტარი;

ჰოსპიტლების გაძლიერებისთვის სახელმწიფოს მიერ, ასევე დონორების მხარდაჭერის ფარგლებში, შესყიდულია აღჭურვილობა, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა, რეანიმობილები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვა საჭირო ინვენტარი.

მსგავსი პოსტები