წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი იწყება

წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი იწყება

  • 2021-01-26 12:53:39

წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი იწყება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელში-ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანში, ტიბაანში, ქვ.მაჩხაანში, ბოდბეში, ქვ.მაღაროში ილიაწმინდაში, ხორნაბუჯსა და ხირსაში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი პროექტი იწყება. პროექტს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ახალი სისტემები აშენდება. მოეწყობა ახალი ქსელები, ჭაბურღილები, საქლორატორო სისტემები და რეზერვუარები.

პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

მსგავსი პოსტები