ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურში 2020 წლიდან გადაუდებელი რეაგირებისა და მოწყვლად ოჯახთა მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურში 2020 წლიდან გადაუდებელი რეაგირებისა და მოწყვლად ოჯახთა მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა

  • 2021-01-26 14:02:18

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურში 2020 წლიდან გადაუდებელი რეაგირებისა და მოწყვლად ოჯახთა მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა.

აღნიშნული პროგრამა არის მოწყვლადი ოჯახის საჭიროებაზე დაფუძნებული სერვისი, რომელიც მოისაზრებს ოჯახის კომპლექსურ მხარდაჭერას სიღარიბის დასაძლევად.

პროგრამა შეიცავს ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც ემსახურება მოწყვლადი ოჯახებისათვის (განსაკუთრებულად იმ ოჯახების სადაც ბავშვებია) უკეთესი გარემოს შექმნას, ძალადობისგან დაცვას, სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარებას, სამოქალაქო ინფორმირებულობას და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფას.

მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ოჯახის ეკონომიკური გაძლიერების საკითხს, რადგან დასაქმება და შემოსავლების გენერირება მნიშვნელოვნად განაპირობებს ოჯახის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და მდგრადობას გრძელვადიან პერიოდში.

აღნიშნულ პროგრამაში ოჯახის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერიის შესაბამისი კომისია. ოჯახის შეფასებასა და მისი საჭიროებების დადგენას უზრუნველყოფს მერიის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი და მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

,,გადაუდებელი რეაგირებისა და მოწყვლად ოჯახთა მხარდაჭერის“ პროგრამა ბაღდათის მუნიციპალიტეტში პირველად 2020 წელს ააიპ. ,,იმერეთის განვითარების ცენტრთან“ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული შეფასების საფუძველზე პროგრამაში 15 ოჯახი ჩაერთო, რომლებმაც სხვადასხვა სახის დახმარება მიიღეს.

 

მსგავსი პოსტები