კვალითის დასახლებაში მრავალსართულიანი სახლების ეზოებს რეაბილიტაცია უტარდება

კვალითის დასახლებაში მრავალსართულიანი სახლების ეზოებს რეაბილიტაცია უტარდება

  • 2021-01-25 16:05:50

კვალითის დასახლებაში მრავალსართულიანი სახლების ეზოებს რეაბილიტაცია უტარდება.

კვალითის დასახლებაში 14 - ი ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 358 071 ლარია. მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო ვიცე მერი დავით მაღრაძე და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია წლებია არ განხორციელებულა. კეთილმოწყობის შემდეგ, სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

პროექტის დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებული სივრცე ადგილობრივებისთვის, კომფორტულად დასვენებისა და გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა.

მსგავსი პოსტები