დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული აგრარული კოლეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული აგრარული კოლეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-01-26 16:07:54

დღეს, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ჭიჭინაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი პარკის და დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული აგრარული კოლეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

განათლების სფეროში მნიშვნელოვან პროექტად ითვლება დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული აგრარული კოლეჯის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ამ სფეროში დასავლეთ საქართველოს წამყვანი პროექტია. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აგრარულ კოლეჯში მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები.

სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის 2020 წლის მნიშვნელოვანი მონაპოვარია ევროკავშირის საგრანტო

პროექტი, რომელიც 536 600 ლარით დაფინანსდა და რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონის მოწყობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები