მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, რუსთავში, ორ სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, რუსთავში, ორ სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება

  • 2021-01-26 16:00:51

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, რუსთავში, ორ სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება.

ქალაქის 25-ე და 26-ე საჯარო სკოლა, ერთი წლის შემდეგ, ბავშვებს მთლიანად განახლებული სახით მიიღებს.

გარდა შენობების სრული რეაბილიტაციისა, რომელიც წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემის განახლებას, შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის, ლიფტების მოწყობას, სველი წერტილების და საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზებისა და გასახდელების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ორივე სკოლაში, დათბუნების ენერგოეფექტური სისტემის მოწყობაცაა დაგეგმილი.

სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება, ჯამში 8 მილიონნახევარი ლარია და ის, წლის ბოლომდე, 11 კალენდარულ თვეში უნდა დასრულდეს.

მიმდინარე სამუშაოები, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან და ქალაქის საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.

კომპლექსური რეაბილიტაცია, რუსთავში უკვე განხორციელებულია სამ სკოლაში, სამუშაოების დასრულების შემდეგ, კი ქალაქს კიდევ ორი სრულად რეაბილიტირებული სკოლა ექნება. რუსთავში სკოლების რეაბილიტაციის პროცესი ეტაპობრივად, ყველა საჯარო სკოლის განახლებამდე გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები