ტირიფონის მაგისტრალურ არხზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ტირიფონის მაგისტრალურ არხზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-01-27 14:10:14

საქართველოს მელიორაცია ტირიფონის მაგისტრალურ არხზე სარემონტო სამუშაოებს ატარებს.

ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან სოფელ კარბისა და ქერეს ტერიტორიაზე არხის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

გატარებული ღონისძიებების შედეგად არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 1500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის - ტყვიავის, ფლავის, ფლავისმანის, მეჯვრისხევის, ზერტის, აძვის, ახალუბნისა და ჯარიაშენის მოსახლეობა ისარგებლებს.

მსგავსი პოსტები