თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების აქცია გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების აქცია გაიმართა

  • 2021-01-26 20:35:24

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების აქცია გაიმართა.

აღნიშნული აქცია ორ ეტაპად განხორციელდა და მასში მუნიციპალიტეტის მერიის 50-ზე მეტი თანამშრომელი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი და საკრებულოს წევრები ჩაერთვნენ.

აქციის მონაწილეებმა თერჯოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ღონისძიების მიზანი ბუნების ნარჩენების გარეშე შენარჩუნება, ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს შექმნაა.

"ეს არის სიმბოლური აქცია, რომლითაც მოვუწოდებთ ყველას, აიღონ საზოგადოებრივ ადგილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ ბუნებას. ვფიქრობ, დანაგვიანების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზა საზოგადოების თითოეული წევრის მიერ საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრება, საკუთარ თავზე აღება და ნარჩენების სწორად განთავსება იქნებოდა.

ცხადია, დანაგვიანება უარყოფითად მოქმედებს გარემოზე და არასასიამოვნო იერს სძენს ქალაქის უბნებსა და გზისპირა ტერიტორიებს. ამიტომ, უფრო მეტად მკაცრები ვიქნებით მათ მიმართ, ვინც გარემოს დააბინძურებს", - განაცხადა თერჯოლის მერმა ლაშა გოგიაშვილმა.

დასუფთავების აქციის შედეგად შეგროვებული ნარჩენების გატანა ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა უზრუნველყო.

მსგავსი პოსტები