ხარაგაულს მთავრობის განკარგულებით 2 მილიონ 809 ათას 799 ლარი გამოეყო

ხარაგაულს მთავრობის განკარგულებით 2 მილიონ 809 ათას 799 ლარი გამოეყო

  • 2021-01-27 11:36:47

ხარაგაულს მთავრობის განკარგულებით 2 მილიონ 809 ათას 799 ლარი გამოეყო.

აღნიშნული თანხით 15 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

მათ შორის პრიორიტეტი მიენიჭა გარდამავალ პროექტებს, რომლებიც დაიწყო 2020 წელს და უნდა დასრულდეს მიმდინრე წელს.

საერთო ჯამში 2 809 799 ლარით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება შემდეგ სოფლებში:

სოფელ ვარძიის (პირველი უბანი - პაპიძე, ჩხიკვაძეები, ოკრიბელაშვილები) გზის რეაბილიტაცია;

სოფელი მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია;

ჩხერის გზის რეაბილიტაცია(პირველაი ეტაპი);

ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;

ბაზალეთში საუბნო გზის(ჭიპაშვილების უბანი) რეაბილიტაცია;

მარელისში ცისკაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია(პირველი ეტაპი);

საქარიქედი(მუხების უბანი)-ლაშის იგორეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;

ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;

სოფელი ქვების გზის რეაბილიტაცია(მეორე ეტაპი);

ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;

სოფელი სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი);

სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ვერტყვიჭალაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილები; ეკლესია);

ახალსოფლის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი);

სოფელ ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხელიურის უბანი);

მსგავსი პოსტები