ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტირება დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტირება დაიწყო

  • 2021-01-27 18:39:02

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტირება დაიწყო.

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ფონდ „ქართუს“ პროექტების მენეჯერ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, უნივერსიტეტში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიუროს „IDOM”-ის (ესპანეთი) და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის მეშვეობით სამკურნალო საშუალებების მწარმოებელი ლიდერი კომპანია "IBA“-ს (ბელგია) წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც KIU-ს ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნასა და აღჭურვაზე მუშაობენ.

„მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვერდა გვქონდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში , ადრონული თერაპიის ცენტრის სამუშაო ჯგუფთან - ესპანელ და ბელგიელ სპეციალისტებთან. ვისაუბრეთ როგორც ცენტრის პერსპექტივებზე, ასევე უნივერსიტეტისა და ქალაქის თანამშრომლობაზე - საგანამანათლებლო, სამეცნიერო და ჯანდაცვის მიმართულებებით. უდიდესი შენაძენია ჩვენი ქალაქისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც საქართველოს სიმსივნური დავადებების მკურნალობის ჰაბად აქცევს რეგიონში. “ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლების საშუალებით, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით და სამედიცინო ცენტრებში განთავსდება, შესაძლებელი გახდება ონკოლოგიური დაავადებების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა.

მსგავსი პოსტები