CENN-თან თანამშრომლობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის (პნპეპ) შემუშავება დაიწყო

CENN-თან თანამშრომლობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის (პნპეპ) შემუშავება დაიწყო

  • 2021-01-28 13:34:39

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, CENN-თან თანამშრომლობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის (პნპეპ) შემუშავება დაიწყო.

ეროვნული პროგრამის შექმნა განსაზღვრულია ნარჩენების მართვის ეროვნული კანონმდებლობითა და სტრატეგიული დოკუმენტებით.

პნპეპ გამოკვეთავს მიზნებსა და ქმედებებს, რომლებიც მიმართული იქნება პლასტმასის ღირებულებათა ჯაჭვში არსებული გამოწვევების დასაძლევად პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის გათვალისწინებით.

დოკუმენტში შემოთავაზებული იქნება პლასტმასის არამდგრადი მართვის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირების გზები. ეროვნული პროგრამა გაითვალისწინებს პლასტმასის პროდუქტების როგორც წარმოების, ასევე მოხმარების პროცესს და დაიგეგმება შესაბამისი საქმიანობები.

პნპეპ შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. დოკუმენტი შემუშავდება დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის რეჟიმში.

მსგავსი პოსტები