შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა

  • 2021-01-27 21:35:54

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა.

2,74 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზღვარზე ლოგისტიკურ პროცესებს - ხელს შეუწყობს მესაზღვრეების როტაციისა და სასაზღვრო სექტორების პროდუქტითა და საჭირო ინვენტარით მომარაგების პროცესს.

აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) აქტიურად განაგრძობს სასაზღვრო პოლიციის მხარდაჭერას მისი შესაძლებლობების გაძლიერების, კერძოდ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის მიზნით.

2020 წელს, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, აშენდა 4 სასაზღვრო სექტორი.

მსგავსი პოსტები