დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს იმ საცხოვრებელი ფართების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, რომლებშიც უკვე ათწლეულებია ცხოვრობენ.
კახა კალაძის თქმით, მისი მერობის პერიოდში უკვე 1400-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა ქონება.
„ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ, როგორც კი უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექით. დღეის მდგომარეობით, 1400-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში გარკვეულ საცხოვრებლებში ცხოვრობდნენ და მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. მინდა, ამ ადამიანებს მივულოცო. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე შეიჭრას კონკრეტულ ტერიტორიაზე და შემდეგ მოითხოვოს მისი დაკანონება. ეს მიუღებელია. იმ ადამიანებს კი, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ საცხოვრებლის დაკანონებას, მაქსიმალურად დავეხმარებით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.