მთავრობის ადმინისტრაციაში, დღეს, მსჯელობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების თაობაზე აქტიურად დაიწყო

მთავრობის ადმინისტრაციაში, დღეს, მსჯელობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების თაობაზე აქტიურად დაიწყო

  • 2021-01-29 10:44:13

მთავრობის ადმინისტრაციაში, დღეს, მსჯელობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების თაობაზე აქტიურად დაიწყო.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით ახალ ეტაპი დგება და პირველი ასეთი სახელმწიფო საწარმო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ იქნება, რომლის რეფორმირების მოსამზადებელი ეტაპი 1,5 წლის წინ დაიწყო.

„ეს საწარმო სრულფასოვანი იქნება. ჩვენი ამოცანაა, ჩამოყალიბდეს ისეთი გამჭვირვალე და მიმზიდველი კორპორაციული სტრუქტურა, რომელიც სამომავლოდ შეძლებს, დამოუკიდებლად მოიზიდოს დაფინანსება და შეასრულოს ის მნიშვნელოვანი მისია, რაც არის მაღალი ძაბვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები აღნიშნულ საკითხზე მსოფლიო ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობენ.

ნათია თურნავას განცხადებით, შეიქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით შეარჩევს კანდიდატებს სამეთვალყურეო საბჭოსთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამეთვალყურეო საბჭო არის კორპორაციების მნიშვნელოვანი ატრიბუტი, რომელიც განაპირობებს თითოეული მიღებული გადაწყვეტილების გამჭვირვალეობას და საწარმოში თანამედროვე კორპორაციული სტრუქტურის ამოქმედებას.

მსგავსი პოსტები