3,000 მოსახლისთვის ნიქოზის კლინიკა ერთადერთი ადგილია, სადაც შესაძლებელია ჯანდაცვის სერვისის მიღება

3,000 მოსახლისთვის ნიქოზის კლინიკა ერთადერთი ადგილია, სადაც შესაძლებელია ჯანდაცვის სერვისის მიღება

  • 2021-02-01 14:26:48

სოფელ ნიქოზის ამბულატორია განლაგებულია ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად. მისი ფანჯრებიდან ცხინვალი ჩანს, ხოლო მიმდებარე სოფლებში ბევრი დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანი ცხოვრობს.

ლოქდაუნის პირობებში, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. 3,000 მოსახლისთვის ნიქოზის კლინიკა ერთადერთი ადგილია, სადაც შესაძლებელია ჯანდაცვის სერვისის მიღება.

ჩვენი ხელშეწყობით, ნიქოზის ამბულატორიამ ახალი სამედიცინო დანადგარები შეიძინა. ასევე განახლდა და აღიჭურვა ბიოქიმიური ლაბორატორია და რენტგენის კაბინეტი, ხოლო პორტატიული სამედიცინო აპარატურის მეშვეობით, ხანდაზმული პაციენტები შეძლებენ კვლევის ჩატარებასა და სხვა მომსახურების მიღებას როგორც კლინიკაში, ისე სახლის პირობებში.

მეტი ინფორმაცია იხილეთ პრეს-რელიზში: http://bit.ly/3oGgyMF

მსგავსი პოსტები