ამირან გამყრელიძე: თუ ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს ავცრით, სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება და კორონავირუსი დამარცხდება

ამირან გამყრელიძე: თუ ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს ავცრით, სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება და კორონავირუსი დამარცხდება

  • 2021-01-31 14:53:57

ჩვენი სამიზნე არის, რომ ავცრათ მოზრდილი მოსახლეობა და მოზრდილი მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით 2,8 მილიონია, მისი 60%, დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი. თუ ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ავცრით დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება ქვეყანაში და კორონავირუსი დამარცხდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ადამიანები, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, პირველი 3 თვის განმავლობაში არ აიცრებიან.

„ზოგიერთ ადამიანს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს და მათ გარკვეული იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ ეს აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. ჩვენი ბოლო რეგულაციებით დადგენილია, რომ პირველი 3 თვის განმავლობაში ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს არ აიცრება. ჩვენი სამიზნე არის, რომ ავცრათ მოზრდილი მოსახლეობა და მოზრდილი მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით 2,8 მილიონია, მისი 60%, დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი. თუ ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ავცრით დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება ქვეყანაში და კორონავირუსი დამარცხდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

წყარო : imedinews.ge

მსგავსი პოსტები