სოფელ ისრითში, ბარაქაძეების უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

სოფელ ისრითში, ბარაქაძეების უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

  • 2021-02-02 13:37:12

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა სოფელ ისრითში, ბარაქაძეების უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა.

ბარაქაძეების უბანში, საავტომობილო გზაზე ეწყობა ბეტონის საფარი. რეაბილიტაცია უტარდება გზის 250 მ-იან მონაკვეთს, რაც გაამარტივებს საავტომობილო მიმოსვლას.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს „ნიუ იბერია". სპეციალისტების განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი ვადების დაცვით, ხარისხიანად მიმდინარეობს.

პროექტის განხორციელებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42 823 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი პოსტები