გრძელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების განხორციელება

გრძელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების განხორციელება

  • 2021-02-02 13:46:42

გრძელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების განხორციელება. გასულ 2020 წელს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა დახმარება 1809 ბენეფიციარს გაუწია.

ხოლო, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური პროგრამებისთვის 2021 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 1 095 000 ლარით.

სოციალური დახმარების სახეები

საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის სოციალური დახმარებები: ა) ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები;

ბ) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები;

გ) ავადმყოფთა სოციალური დაცვა;

დ)სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება; ე) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა;

ზ) ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები;

თ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა;

ი) საცხოვრებლით უზრუნველყოფა;

კ) სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობის „უფასო სადილით“ უზრუნველყოფა;

ლ) ტრანსპორტით უზრუნველყოფა საჩხერე-პერევი, პერევი-საჩხერის მიმართულებით.

მსგავსი პოსტები