ინდოეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მომზადებულმა მიზანშეწონილობის კვლევამ გამოავლინა ძალიან პოზიტიური სურათი

ინდოეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მომზადებულმა მიზანშეწონილობის კვლევამ გამოავლინა ძალიან პოზიტიური სურათი

  • 2021-02-03 12:39:59

ინდოეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მომზადებულმა მიზანშეწონილობის კვლევამ გამოავლინა ძალიან პოზიტიური სურათი, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალ ვაჭრობას პოზიტიური ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით შეხვედრა შედგა ინდოეთის ელჩსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც საუბარი შეეხო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას.

„უკვე გავცვალეთ ამ შეთანხმების ტექსტი და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში უშუალო მოლაპარაკებაზე გადავალთ. მოლაპარაკების პირველი რაუნდი აქამდეც დაგეგმილი იყო, უბრალოდ პანდემიამ შეგვიშალა ხელი და ახლა ვფიქრობთ, რომ უკვე აქტიურ ეტაპზე გადავალთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, ინდოეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ვაჭრობისთვის, არამედ იგივე ტურიზმისთვის და ინდოეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, საიდანაც მაღალმხარჯველიან ტურისტებს ველოდებით.

საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე ინტენსიური მოლაპარაკებების წარმოების საკითხი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის რესპუბლიკის ელჩმა კაშან დენ დიუალმა შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. ინდოეთის ელჩმა დაადასტურა ინდოეთის რესპუბლიკის მზადყოფნა, მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესახებ უფრო ინტენსიური გახდეს.

მსგავსი პოსტები