მაია ცქიტიშვილი : გთხოვთ, ზედმიწევნით დავიცვათ ყველა წესი და რეგულაცია, რაც შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია

მაია ცქიტიშვილი : გთხოვთ, ზედმიწევნით დავიცვათ ყველა წესი და რეგულაცია, რაც შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია

  • 2021-02-04 14:29:25

მაია ცქიტიშვილი - გთხოვთ, ზედმიწევნით დავიცვათ ყველა წესი და რეგულაცია, რაც შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით, ბიზნესს და ჩვენს თანამოქალაქეებს, ზედმიწევნით დავიცვათ ყველა წესი და რეგულაცია, რაც შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესმა უნდა დაიცვას ოპერირების არსებული სტანდარტები, მთავრობა კი ყველა სახის ბიზნესს 1 მარტამდე თანამშრომლების უფასო ტესტირებას დაუსუფსიდირებს.

„8 თებერვლიდან, ქვეყნის მასშტაბით, ანუ თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშიც, შაბათ-კვირის გარდა, ფუნქციონირებას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი. ამავდროულად ძალაში რჩება გადააადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. ასევე შაბათ-კვირის გარდა, მუშაობას განაახლებენ როგორც ღია, ასევე დახურული ბაზრობები. ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის სრულფასოვნად აღდგენა. 1 თებერვლიდან, სამი ქალაქის გარდა, სწავლა განახლდა ყველგან, 15 თებერვლიდან კი მოსწავლეები სკოლებს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშიც დაუბრუნდებიან. ამას გარდა, 15 თებერვლიდან ღია სივრცეებში, შესაძლებელი იქნება კვების ობიექტების ფუნქციონირება, თუმცა შაბათ-კვირის განმავლობაში ძალაში დარჩება მხოლოდ მიტანა-გატანის სერვისი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი პოსტები