სოფელ წევაში, რეაბილიტირებული გზის მონაკვეთი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერა

სოფელ წევაში, რეაბილიტირებული გზის მონაკვეთი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერა

  • 2021-02-03 18:05:13

ზესტაფონში, სოფელ წევაში, რეაბილიტირებული გზის მონაკვეთი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მოადგილესთან, ბესიკ გოფოძესთან, ქალაქის მერთან, ვიცე მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერეს.

სოფელ წევაში გზის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები ამ ეტაპზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებენ.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი ეტაპის ეტაპი 2019 წელს დაიწყო, 2020 წელს გზის რეაბილიტაცია მთლიანად დასრულდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის ზედაპირი ბეტონის საფარით მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გზის კეთილმოსაწყობად 750 707 ლარი დაიხარჯა. სატენდერო ვალდებულებით პროექტზე „გზამშენი 15“ მუშაობს.

წევის გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივებისთვის არამედ, მუნიციპალიტეტისთვის. სასოფლო გზა წევის მკვიდრთ, საჯარო სკოლასთან აკავშირებს, რომელიც 1825 წელს არის აგებული.

რეაბილიტირებული გზით ასევე ისარგებლებენ, სოფლის უძველეს ტაძარში მოსალოცად მიმსვლელებიც. წევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია XI - საუკუნით თარიღდება და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2020 წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულებამ 14, 737, 726 ლარი შეადგინა. რეაბილიტაცია 27 საავტომობილო გზას ჩაუტარდა, რომელთა საერთო სიგრძემ 38 კმ- ი შეადგინა.

მსგავსი პოსტები