ხარაგაულის სოფლებს მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება

ხარაგაულის სოფლებს მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება

  • 2021-02-03 19:06:50

ხარაგაულის სოფლებს მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება.

მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანია 10 თებერვალს გამოვლინდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 10 000 ლარი დაიხარჯება.

მოგახსენებთ, რომ ხარაგაული-თეთრაწყაროს მიმართულებით მიკროავტობუსი მოქალაქეებს ყოველდღე მოემსახურება და 18:00 საათზე გასული, კიცხის საზოგადოებრივ ცენტრამდე მივა. მგზავრობის ღირებულება ამ მიმართულებით 50 თეთრით განისაზღვრა. რაც შეეხება ხარაგაული-თეთრაწყაროს მარშრუტს, ხარაგაულის რკინიგზის სადგურიდან სოფელ თეთრაწყარომდე 30 -თეთრი, რკინიგზის სადგურიდან ხარაგაულის საავადმყოფომდე - 20 თეთრი, ხოლო სოფელ თეთრაწყაროდან ხარაგაულის საავადმყოფომდე 10 თეთრი ეღირება.

მუნიციპალური ტრანსპორტი ხუთშაბათობით იმოძრავებს ბაზალეთი-ქროლის მიმართულებით. სამარშრუტო ტაქსი რკინიგზის სადგურიდან ბაზალეთი-ქროლის მიმართულებით 10:00 -სთ და 14:30 სთ გავა, ხოლო ქროლი-ბაზალეთის საზღვრიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით - 10:30 სთ და 15 სთ-ზე. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია, ხოლო ბაზალეთამდე 30-თეთრი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზემოაღნიშნული ტრანსპორტი მგზავრების გადაადგილებას ხარაგაულის საავადმყოფომდეც უზრუნველყოფს.

ტრანსპორტი მოემსახურება ფარცხნალის მცხოვრებლებსაც. მიკროავტობუსი ყოველ სამშაბათს რკინიგზის სადგურიდან სოფელ ფარცხნალის მიმართულებით 10:00 -სთ და 14:30 სთ-ზე გავა, ხოლო სოფელ ფარცხნალიდან 10:30-სთ და 15:00 სთ-ზე. მგზავრობის ღირებულება 30 თეთრი იქნება.

მსგავსი პოსტები