„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება იწყება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება იწყება

  • 2021-02-03 19:10:33

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება იწყება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, რისთვისაც დასახლებებში სოფლის კრებები ან კონსულტაციები გაიმართება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, სადაც მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელ პროექტებზე.

პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა:

• სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. );

• სარწყავი სისტემები;

• სანიაღვრე არხები;

• ნაპირსამაგრი სამუშაოები;

• გზები და გზისპირა მოსაცდელები;

•ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

• გარე განათება;

• სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

• ამბულატორიის შენობები;

• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

• სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;

• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

• მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

სოფლის კრებები 18 თებერვლიადან 2 მარტის ჩათვლით ყველა სოფელში ჩატარდება. კრებაზე/კონსულტაციაზე მოსვლისას მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

პროექტებისათვის გამოყოფილი საორიენტაციო თანხის ოდენობის ფარგლებში, მოქალაქეებმა საპროექტო წინადადებები ქვემოთ მოცემული ფორმის შესაბამისად, უნდა წარმოადგინონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ან გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე: tyibuli.infrastr@gmail.com

მსგავსი პოსტები