ხონში, გურამიშვილის ქუჩაზე მინი სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდა

ხონში, გურამიშვილის ქუჩაზე მინი სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდა

  • 2021-02-03 16:14:19

ხონში, გურამიშვილის ქუჩაზე მინი სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდა. მოეწყო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა განათება, საფეხბურთო კარებები.

ახლადრეაბილიტირებულ სტადიონზე ახალგაზრდები ყოველ საღამო იკრიბებიან და მინი ფეხბურთში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

დღეს საღამოს ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და მოადგილე გერასიმე მჟავანაძე სტადიონს ესტუმრნენ, თამაშს დაესწრნენ და ახალგაზრდებს გაესაუბრნენ.

მსგავსი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ხონში კიდევ არაერთ ლოკაციაზე იგეგმება.

მსგავსი პოსტები