ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

  • 2021-02-04 15:21:39

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. 100 ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს. მოეწყობა ღია სათამაშო მოედანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის პანდუსები.

ჯონდო მდივნიშვილი მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

„საბავშო ბაღის შენობას კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ ააშენებს და დასრულების შემდეგ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. პროექტის ღირებულება 2 720 000 ლარს შეადგენს. სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

მსგავსი პოსტები