მთავრობის განკარგულებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად, ქვეყნის მასშტაბით 40 472 000 მილიონი ლარი განისაზღვრა.
წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისათვის 930 000 ლარი გამოიყო. სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 8 თებერვლიდან, ღია სივრცეში დაიწყება და მუნიციპალიტეტის 67 სოფელში ეტაპობრივად ჩატარდება.
სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების მოწყობა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები და გზისპირა მოსაცდელები, ხიდები, ცხაურები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები, გარე განათების ქსელის მოწყობა, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა, სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნების ინვენტარი, სკვერები და სველი წერტილების მოწყობა - ეს იმ პროექტების ჩამონათვალია, რომელიც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სოფელში განხორციელდეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხორციელდება და მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთი¬ერთობის გაუმჯობესებას და სოფლად არსებული პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ყველა სოფელში პროექტის დაგეგმვის პერიოდში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის სურვილები და კონსულტაციები“ - განაცხადა ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.