2020 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სხვადასხვა სახის 47 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

2020 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სხვადასხვა სახის 47 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

  • 2021-02-05 15:40:48

2020 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სხვადასხვა სახის 47 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

მოსახლეობის მიერ არჩეულ პრიორიტეტებს შორისაა: სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე და სარწყავი არხების რეაბილიტაცია, ხიდების შეკეთება, შიდა გზების, გარე განათებისა და სკვერების მოწყობა და სხვა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.

მსგავსი პოსტები