მაია ცქიტიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან მაჩიე ჩურასთან ონლაინ-შეხვედრა გამართა

მაია ცქიტიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან მაჩიე ჩურასთან ონლაინ-შეხვედრა გამართა

  • 2021-02-04 19:17:48

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან მაჩიე ჩურასთან ონლაინ-შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მხარეებმა EIB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. ბანკი საქართველოში არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს აფინანსებს და მისი დაფინანსების ნახევარზე მეტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულ ისეთ პროექტებზე მოდის, როგორებიცაა მაგისტრალური გზების მშენებლობა, წყალმომარაგებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და ევროპის საინვესტიციო ბანკის განსაკუთრებულ მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიის მართვის პროცესში. ასევე, განიხილეს იმ პროექტების მიმდინარეობა, რომელიც პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეუფერხებლად ხორციელდება.

EIB-ის მიერ დაფინანსებული საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები, შეამცირებს ქვეყნის მაგისტრალურ გზებით მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროს, გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს ტურიზმისა და საერთაშორისო მიმოსვლის განვითარებას. მუნიციპალური და წყალმომარაგება-წყალარინების პროექტები კი, გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. ამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერიოდში შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.

ვიცე-პრემიერმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელ მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების იმედი გამოთქვა.

მსგავსი პოსტები