კიბოს პრევენციისა და მკურნალობისთვის სახელმწიფოს მიერ ხორციელდება არაერთი პროგრამა

კიბოს პრევენციისა და მკურნალობისთვის სახელმწიფოს მიერ ხორციელდება არაერთი პროგრამა

  • 2021-02-04 16:21:33

4 თებერვალი კიბოს მსოფლიო დღეა, რომელიც ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

კიბოს პრევენციისა და მკურნალობისთვის სახელმწიფოს მიერ ხორციელდება არაერთი პროგრამა:

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 2020 წლის 1 სექტემბრიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა 8000 ლარით. კერძოდ, საბაზისო, მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, თავშესაფრების ბენეფიციარები და ა.შ) და ვეტერანის პაკეტის მოსარგებლეებს ნაცვლად 12 000 ლარისა, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 20 000 ლარის ღირებულების სერვისი. ასაკობრივი (0-5 წლისბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შმპირები, სტუდენტები) პაკეტის მოსარგებლეებისთვის ნაცვლად 15 000 ლარისა, პროგრამით განსაზღვრული თანხა გახდა 23 000 ლარი.

ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიას დაემატა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სამი ჯგუფი: მონოკლონალური ანტისხეულები, პროტეინ-კინაზას ინჰიბიტორები და ბისფოსფონატები.

ანაზღაურებული თანხის ოდენობის გაზრდასთან ერთად, სახელმწიფო ფარავს პაციენტის თანაგადახდის წილს, ამდენად პაციენტისთვის ონკოლოგიური დაავადების ქიმიო, ჰორმონი და სხივური თერაპია, ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები არის სრულიად უფასო.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეთათვის, პაკეტის შესაბამისად ფინანსდება ქირურგიული ოპერაციები.

ძუძუს კიბოსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (ასაკის შესაბამისად) არის უფასო.

9-დან 13 წლამდე გოგონებში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საშუალება და თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მიღწევაა.

მე ვარ და მე ვიქნები!

შექმენი მომავალი კიბოს გარეშე!

მოქმედების დრო ახლაა!

მსგავსი პოსტები