ეკატერინე ტიკარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს შეხვდა

  • 2021-02-04 19:23:57

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს შეხვდა.

მხარეებმა ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსული პაციენტების მართვის გეგმა, მათი სამედიცინო საჭიროებები და ჯანდაცვის პოლიტიკა განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებსაც, ისაუბრეს არსებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებულმა რეფორმებმა დევნილთა სოციალური კეთილდღეობა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს.

მსგავსი პოსტები