სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრო მეურნეობა აშენდა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოში ჯამურად 578 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 231 200 ლარია, 289 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.
სამაცივრო მეურნეობაში 500 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი.
საწარმოში 30-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
ჯამში, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში, მხარდაჭერილია 50-მდე სამაცივრო და შემნახველი მეურნეობა, მათი დაფინანსება კი, ჯამურად, 23 მლნ ლარს აღემატება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.