ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2021 წლის იანვრის თვეში დახმარება გაეწია 46 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 18 160 ლარი კერძოდ:
ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 21 ბენეფიციარს - 9 750 ლარით;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე და ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება, აგრეთვე ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები 10 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 3 280 ლარის ღირებულების მედიკამენტები;
,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 3 ბენეფიციარი - 2 360 ლარით;
პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (2 ოჯახი) 300 ლარი;
პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი დახმარება გაიცა 2 ბენეფიციარზე 400 ლარი;
95 წელს გადაცილებულ 1 ბენეფიციარზე გაიცა დახმარება 150 ლარის ოდენობით;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 6 პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი 420ლარით;
ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწია 1 პირს - 1 500 ლარის ოდენობით;