გურჯაანის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის 18 ცენტრს  სამედიცინო ინვენტარი გადაეცა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის 18 ცენტრს სამედიცინო ინვენტარი გადაეცა

  • 2021-02-08 17:38:33

გურჯაანის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის 18 ცენტრს, კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ბავშვთა დაცვის და ადვოკატირების ჯგუფმა, სამედიცინო ინვენტარი გადასცა.

ამბულატორიებს - პულსოქსიმეტრი (სატურაციის აპარატები),პირბადეები, ხელთათმანები, სამედიცინო ხალათები, სამედიცინო ქუდები, ბახილები და ხელის სადეზინფექციო ხსნარები გადაეცათ, რომლებიც მათ covid -19 ბრძოლის პროცესში დაეხმარებათ.

აქცია, ბავშვთა დაცვის და ადვოკატირების პროექტის ფარგლებში, კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი პოსტები