ქ. საჩხერეში დ. აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები დევნილებისათვის სათემო მხარდაჭერის პროექტი განახორციელა და გარე ფიტნეს მოედანი მოეწყო

ქ. საჩხერეში დ. აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები დევნილებისათვის სათემო მხარდაჭერის პროექტი განახორციელა და გარე ფიტნეს მოედანი მოეწყო

  • 2021-02-08 16:59:08

ლტოლვილთა დანიის საბჭოს (ლდს) საქართველოს წარმომადგენლობამ ქ. საჩხერეში დ. აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები დევნილებისათვის სათემო მხარდაჭერის პროექტი განახორციელა და გარე ფიტნეს მოედანი მოეწყო. პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, რომელშიც ლდს ჩართულია, როგორც აღმასრულებელი სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, როგორც გრანტის მიმღები და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი KfW, დამფინანსებელი სააგენტო. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებისთ უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე მოინახულეს ფიტნეს მოედანი და დევნილებს შეხვდნენ.

მსგავსი პოსტები